კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს შეხვდება.

როგორც  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს დღეს ვენაში შეხვდება, ხოლო კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას - მინსკში 14 დეკემბერს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა, არსებული ხელშეკრულებით, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.