ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 19.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ყოველთვიურ მონაცემებს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის თანახმად, 2016 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 19.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (+0.7%), ხოლო წინა წლის ნოემბერთან შედარებით 299.7 მლნ აშშ დოლარით (+12.1%) გაიზარდა. მთლიანად 2.78 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში, რეზერვების ზრდაზე ზეგავლენა მთავრობის და/ან ბანკების სავალუტო ოპერაციებმა მოახდინა.