2016 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვება წლიურად 15.8%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვებულ ყოველწლიურ მაჩვენებელს აქვეყნებს. 2016 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვება წლიურად 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი 21.2 პროცენტი მრეწველობას ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს მშენებლობა 20.5 და ვაჭრობა 16.9 პროცენტით იკავებდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მე-3 კვარტალში წლიურად 6.6%-ით (+37.4 ათასი კაცი) გაიზარდა, რაც 606 ათას დასაქმებულს ნიშნავს.