ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან იუწყებიან, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები - ჯორჯია კუციანას, ანდრეი დუშეკისა და ნიკოლა ბურბულისი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულში იმყოფებოდნენ და იმერეთის რეგიონში დაფინანსებული პროექტები მოინახულეს.