აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა.
„მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული გაგება მას აძლევს პრივილეგიას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყოს დანიშნული“, - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში.
ახალარჩეული პრეზიდენტის აზრით, „ის ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და ორიენტირებული იქნება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე.