პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ქუმსიშვილის შეფასებით, ეს კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
მისი თქმით, ჰაწვალის საბაგიროზე წელს გამოყოფილია 20 მილიონი ლარი.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.