პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პენსიებთან დაკავშირებით მთავრობა დანაპირებს მიყვება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
”პენსიები ეს არის პოლიტიკური პასუხისმგელობა. როდესაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიყავით გასული, ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიის ზრდა არ იქნებოდა ჩადებული.
დღეს ჩვენ ჩვენს დანაპირებს მივსდევთ. რა იქნება 2018 წელს ამ მიმართულებით, ამ წუთში არ მინდა ამაზე საუბარი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორედ ამ დარბაზში შევიკრიბებით და შევძლებთ საუბარს, თუ რა და როგორ განვითარდა 2017 წელს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.