პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას არ ელოდება , - ამის შესახებ ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„ელექტროენერგიაზე ფასი გაიზრდება თუ არა - ამ წუთის მდგომარეობით, რაც მე ვიცი - არა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ეს არის რეგულირებადი სფერო. შესაბამისად, კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა მეტია საჭირო, თუმცა ეს მან უნდა მიიღოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.