რომან გოცირიძე - ოცნების პროგრამა უკვე დასაფლავდა

,,ის ოცნების პროგრამა, რაც არის წარმოდგენილი, უკვე დასაფლავდა. ეს არის ოცნებების სასაფლაო. ლარმა ითამაშა მესაფლავის როლი“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძის თქმით, გაუფასურებული ლარი დეზორგანიზაციას ნიშნავს.

,,როდესაც ეროვნული ვალუტა ასეთი მასშტაბებით უფასურდება ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმეს რამე გეგმები აქვს, უნდა გადაუსვას ხაზი. აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დგება ქვეყანა და ხალხიც. ბიუჯეტი ლარის ცვლილების პირობებში უკვე არის გადასაგდები ქაღალდი, რადგან სხვა ტიპის ხარჯებს მოითხოვს ის. გაუფასურებული ლარი ნიშნავს დეზორგანიზაციას ოჯახებში, ქვეყანაში, აზროვნებაში. გუშინ განაცხადეთ, რომ ამ ბიუჯეტს მივყავართ ტაძრისკეს და მინდა მათ ვკითხო, კი მაგრამ ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?. ლარის კურსი რა იქნება მაშინ? სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ის ოცნების პროგრამა რაც არის წარმოდგენილი, უკვე დასაფლავდა. ეს არის ოცნებების სასაფლაო. ლარმა ითამაშა მესაფლავის როლი“, - განაცხადა რომან გიცირიძემ.