შუახევის ოთხ სოფელთან - მაწყვალთასთან, წაბლანასთან, კარაპეტსა და ნაღვარევთან მისასვლელი საავტომობილო გზა უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია.
როგორც შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განაცხადა, ინტენსიური თოვის შედეგად, გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.
"ეს ოთხი სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფლები მაღლობშია და შესაბამისად, ნალექიც დიდია. არის საფეხმავლო ბილიკი, რითაც ადგილობრივები გადაადგილდებიან. როგორც კი შეწყდება თოვა, მძიმე ტექნიკა დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.