დევდორაკის გვირაბის მშენებლობისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გამოყოფილი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, დევდორაკის ხეობაში ყოველწლიურად ჩამოწოლილი მასა, დღიურად თითქმის მილიონ ლარამდე დანაკარგს იწვევს.
”თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად დევდორაკიდან ჩამოდის საკმაოდ დიდი მასა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია წყდება. ჩვენ გავთვალეთ კონსულტანტებთან ერთად და საშუალოდ, თითქმის მილიონ ლარამდე დანაკარგი გვაქვს ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ არ გვაქვს გზა ღია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიმართულებით ჩვენ გვექნება სტაბილური გზა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.