საქართველოს ბანკმა თანხმობა განაცხადა შეიძინოს საქართველოში რიგით მესამე უმსხვილესი ბანკის „პროკრედიტ ბანკის“ მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელი.
მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით მოხდება.
„პროკრედიტ ბანკის“ პორტფელის შეძენით “საქართველოს ბანკის” მიკრო და ბიზნეს კლიენტების რიცხვი 2,400-ით გაიზრდება, ხოლო საქართველოს ბანკის სასესხო პორტფელის წმინდა ღირებულება 120 მლნ ლარით.
აღსანიშნავია, რომ გარიგება ძირითადად ეხება ინდივიდუალურ სესხებს, რომელიც 100,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულებისაა.
„გარიგება პირდაპირ ემსახურება მიზანს, გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო სესხების მოცულობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში“, -ნათქვამია BGEO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.