გარკვეული მიმართულებით „აწარმოე საქართველოში“, ალბათ, დავიწროვდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება გარკვეული კომპონენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა გარკვეული მიმართულებით მოსალოდნელია შემცირება.
„გარკვეული მიმართულებით „აწარმოე საქართველოში“, ალბათ, დავიწროვდება. ჩვენ თავიდან ნომენკლატურული ჩამონათვალი საკმაოდ ფართო გვქონდა. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ გარკვეული მიმართულებით. ახლა ვფიქრობთ, რომ უნდა დავავიწროვოთ ეს მიმართულება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.