სერგო რატიანი დიმიტრი ქუმსიშვილს - თქვენ ანადგურებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესს, ავტომანქანებით ვაჭრობას

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი პარტიის წარმომადგენელთა შეკითხვებზე პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის პასუხებით უკმაყოფილო დარჩა. ”თქვენ გგონიათ, რომ მეც მიპასუხეთ და გიგა ბოკერიასაც დაპირებებთან დაკავშირებით? გგონიათ, თქვენ რომ გუშინ თქვით, ორჯერ ორი არის ხუთი, თუ დღესაც გაიმეორებთ, ხუთი გახდება? ძალიან მძიმე ვითარებაა, თქვენ ანადგურებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესს, ავტომანქანებით ვაჭრობას და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დაზარალებული. ფაქტობრივად, თქვენ მათ უსპობთ შემოსავლის წყაროს. ეს ადამიანები არიან შეშფოთებულები, მოსულები არიან აქ და ითხოვენ თქვენგან პასუხს. გასაგებია, რომ თქვენ არ გინდათ ჩვენ გაგვცეთ პასუხი, მაგრამ გთავაზობთ ჩახვიდეთ და დაელაპარაკოთ მათ”, - მიმართა სერგო რატიანმა ქუმსიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.