ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვა, ლიპყინული, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა.) ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.