„პატრიოტთა ალიანსი“ იპოთეკარებისა და ძველი საბჭოთა ანაბრების საკითხებზე საგანგებო სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი წინადადებით საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარული სხდომიდან მიმართა.
„ბატონო პრემიერო, სასწრაფოდ შესაქმნელია საგანგებო-სამთავრობო კომისია იპოთეკარებზე და ძველი საბჭოთა ანაბრების თემაზე და ამ ადამიანების ბედ-იღბალზე სამსჯელოდ. ეს საკითხი ჩვენ სერიოზულად უნდა გავიაროთ. დეპუტატებისთვის ეს სამთავრობო კომისია უნდა იყოს თავისუფალი, დაზარალებულები უნდა იყვნენ წევრები ნებისმიერ შემთხვევაში. უნდა მოვაგვაროთ ეს ძველი საკითხი, რომელიც მიჩანჩალებს და მიჩანჩალებს თავისთვის. ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის სერიოზულად დაზარალებული“, - განაცხადა ადა მარშანიამ.