პაატა მხეიძე რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით გამოდის

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით გამოდის.განცხადება ამის შესახებ მხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„მინდა გავაჟღერო ჩვენი წინასაარჩევნო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რუსთავში თავისუფალი ეკონომიკური ინდუსტრიული ზონის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას. ეს გარკვეულწილად განტვირთავდა თბილისს, ხოლო რუსთავისთვის იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.