როცა ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, საწვავი დოლარნახევარი ღირდა, დღეს ბენზინი 70-ცენტი ღირს - სწორედ ეს იყო ჯიბეში ხელის ჩაყოფა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ გააკეთა.მან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ახალი საბიუჯეტო ინიციატივების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
”ოპონენტები ხშირად საუბრობენ, ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე, საწვავის ხარჯზე, პროდუქტების ფასის გაზრდაზე. მაშინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენი ოპონენტები იყვნენ, საწვავი დოლარნახევარი იყო, დღეს ბენზინი 70-ცენტი ღირს. სწორედ ეს იყო ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ეს ზრდიდა მაშინ პროდუქტებზე ფასს”, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ საპარლამენტო უმცირესობის მისამართით.