"გაზპრომთან" შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს “გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
კალაძის განმარტებით, მისი პოზიციაა, დარჩეს იგივე პირობები, რაც არსებობს.
"იცით, რომ ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად, შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ (მთლიანი მოცულობის 10%-ს). ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს", - აღნიშნა კახა კალაძემ.