მილიარდერმა ინდოელმა ბიზნესმენმა აჯეი მანოტმა თავისი ქალიშვილის ქორწილისთვის განკუთვნილი თანხით 90 უსახლკაროს სახლი აუშენა. მდიდრული ქორწილის გადახდის ნაცვლად, ტანსაცმლისა და ხორბლის ბიზნესის მქონე მანოტმა 93 000 ფუნტით უსახლკაროებისთვის სახლები ააშენა. თითოეული სახლი 12-დან 20 კვადრატული მეტრისაა და უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და წყლით.
მანოტის ახალგათხოვილი ქალიშვილის განცხადებით, ის სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა მამის გადაწყვეტილებით. „ეს უდიდესი საჩუქარი იყო ჩემთვის“, - აღნიშნა შრეია მანოტმა.