თბილისის მერია 2017 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს

თბილისის მერია 2017 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს. აღნიშნული პროექტების შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” ისაუბრა.

”ამ ეტაპზე განიხილება აქტუალური პროექტები, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ 2017 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება - ეს არის ”დირსის” ხიდი. მოგეხსენებათ, რუსთავიდან შემომავალი ავტობანი გაკეთდა და ერთ-ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტად განვიხილავთ გადასასვლელი ხიდის მოწყობას საცხოვრებელი კომპლექსი ”დირსის” მიმართულებით. მეორე პროექტი - ეს არის მარშალ გელოვანზე, ”ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი. ამ მიმართულებით აქტიურად ვსაუბრობთ დონორთან და იმედი გვაქვს, ამ პროცესს წარმატებით გავივლით. ორივე ხიდის პროექტი განიხილება დონორებთან თანამშრომლობით”, - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემაში ”360 გრადუსი”.