თბილისში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა 2017 წელს დაიწყება

2017 წელს კერძო ინვესტორების მიერ მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა. როგორც ლექვინაძე განმარტავს, პარკინგის პრობლემა კომპანია ”სითი პარკის” გაშვებით არ მოგვარდება.

”თბილისში რეგიტრირებულია 500 ათასამდე მანქანა. გვაქვს დაახლოებით 40-ათასი საპარკინგე ადგილი. ჩვენ გვაქვს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის გეგმა, რაც დაახლოებით 10 ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. ამას მალე გამოვაცხადებთ. 2017 წელს დაიწყება კერძო ინვესტორების მხრიდან მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა, გარკვეული ლოკაციების გადაცემის სანაცვლოდ”, - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა ”360 გრადუსში”.

იხილეთ ვიდეო: სასიამოვნო სიახლე თბილისელებისთვის: 2017 წელს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა დაიწყება