ხულოში სოფელ კურცხალთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. როგორც სოფლიდან იუწყებიან, სოფელში ოთხი ოჯახი ცხოვრობს და ცენტრის მიმართულებით მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით გადაადგილდებიან.
ხულოს გამგებლის ცნობით, აღნიშნულ ოჯახებთან მუდმივი კავშირი აქვს. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელში შიდა სასოფლო გზები თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება. მაღლობში თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს,- აცხადებს ხულოს გამგებელი.