ოპოზიციის არგუმენტები მთელ რიგ შემთხვევაში ძალიან სასაცილო იყო და ვაპირებ დღეს ვისაუბრო მათ სასაცილო არგუმენტებზე, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ირონიითაც , - ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას.
დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე. თბილისის მერის თქმით, უმცირესობა თბილისის ბიუჯეტის პროექტს არც არასდროს უჭერდა მხარს და დღეს რომ მხარი დაუჭიროს, ეს ფაქტი თბილისის მერისთვის გასაკვირი იქნება.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ არ უჭერენ ისინი მხარს ბიუჯეტის პროექტს. უბრალოდ არ უჭერენ და მეტი არაფერი. მათი არგუმენტაცია მთელ რიგ შემთხვევაში ძალიან სასაცილო იყო და ვაპირებ დღეს ვისაუბრო მათ სასაცილო არგუმენტაციაზე, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ირონიითაც. რაიმე სერიოზული, რაიმე რაციონალური ამ შემოსავლების პირობებში რაც ჩვენ გვაქვს, გასათვალისწინებელი კონკრეტული რამ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მოწოდებული წინადადებებსა და შენიშვნებში არ ყოფილა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი საკრებულოს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯერის პროექტს 16:00 საათზე წარუდგენს.