რევაზ არველაძე კობა გვენეტაძეს - თქვენ თუ საახალწლო ფასდაკლებები გაქვთ მხედველობაში, ეს სულაც არ ნიშნავს რაიმე პროდუქტზე ფასების დაწევას

თქვენ თუ საახალწლო ფასდაკლებები გაქვთ მხედველობაში, ეს სულაც არ ნიშნავს რაიმე პროდუქტზე ფასების დაბლა დაწევას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, კობა გვენეტაძის თქმით, ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება.

„ბატონო კობა, მე არ ვიცი, საიდან ბრძანეთ, რომ ზოგ პროდუქციაზე გაიზარდა ფასი, ზოგზე - შემცირდა. მე ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. თქვენ თუ საახალწლო ფასდაკლებები გაქვთ მხედველობაში, ეს სულაც არ ნიშნავს რაიმე პროდუქტზე ფასების დაბლა დაწევას. ჩემი შეკითხვა სულ სხვაა - ელექტროენერგისა და ბუნებრივ გაზზე ტარიფები გარკვეულწილად მიბმულია ლარის კურსზე, თუ თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ ფასები სტაბილური იყოს, ვთქვათ იგივე ელექტროენერგისა და ბუნებრივ გაზზე, ასევე უნდა მიხედოთ იმას, რომ ლარის კურსი იყოს, პირველ რიგში, სტაბილური. რას გამოიწვევს ელექტროენერგიისა და ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდა, ეს თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რევაზ არველაძემ კობა გვენეტაძეს.