თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. #10-ში, „კურორტ საირმის“ ტურისტულ-საინფორმაციო ოფისი გაიხსნება. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ „კურორტ საირმეში“ ტურიზმის განვითარებას და მომხმარებლის აზროვნებაში ცნობადობის გაზრდას და უკეთესი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას“. კურორტი „საირმე“ გამოირჩევა არა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით, არამედ შესანიშნავი ბუნებითა და ინფრასტრუქტურით, მისი მთავარი უპირატესობა უნიკალურ წყაროებთან ერთად გახლავთ კლიმატი, რომელიც წლის ოთხივე სეზონზე ერთნაირად სასიამოვნოა“, - აცხადებს „კურორტი საირმის“ წარმომადგენელი.
სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში.
კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში სასტუმრო "საირმე" მოეწყო, რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
კურორტზე სარეაბილიტაციო ცენტრი მოქმედებს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, "კრაფტის" უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას გთავაზობთ.
დამსვენებლებს საშუალება აქვთ სამედიცინო ცენტრით ისარგებლონ, რომელიც სასტუმრო "საირმის" ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიითა და ექოსკოპიური კაბინეტით.
(R)