”დანკინ დონატსი“ დონატების ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის და წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს. როგორც კომპანიიდან იუწყებიან, ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად ახალ, 100% ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, ათობით სახეობის დონატს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს.
აღსანიშნავია, რომ 16-17-18 დეკემბერს ”დანკინ დონატსის“ ჩვიდმეტივე რესტორანში სტანდარტული ტიპის დონატები 1 ლარად გაიყიდება.
”დანკინ დონატსის“ რესტორნებს სხვა მომხმარებლებთან ერთად ჩვენი შვილები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისათვის. ამაზე დიდი მიზანი “დანკინ დონატსს” არ ქონდა და ვერც ვერასოდეს ვერ ექნებოდა. შესაბამისად, დონატების ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნით ჩვენ მოვახდინეთ წარმოების სრული ლოკალიზაცია და ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად ახალ, 100% ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული დონატების ძალიან ფართო არჩევანს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ინიციატივით ჩვენ ქართული წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანასაც შევძლებთ“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
”დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.
”დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და შოკოლადის პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.