თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მილიონი ხის დარგვის პროექტი მომავალ წელს დასრულდება. როგორც ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, ამ დროისთვის მილიონი ხის პროექტის ფარგლებში უკვე დარგულია 650 ათასი ხე, ხოლო 2017 წელს იგეგმება ქალაქის მასშტაბით 350 ათასამდე ხის დარგვა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, „მომავალ წელს იგეგმება ხე მცენარეების ინვენტარიზაციაც, რაც დედაქალაქში დიდი ხანია არ ჩატარებულა“.