თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში საკრებულოს რეკომენდაციები უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებს და პროგრამებს აცნობს.
როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი 9 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდა საკრებულოში.
მისივე თქმით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით.
”2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.