ელექტროენერგიის ტარიფების შენარჩუნების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დენის ტარიფის ზრდის საფრთხე არ დგას, მათი განმარტებით, სამომხმარებლო ფასზე გავლენას ვერც ენგურჰესისა და ვარდნილჰესის წარმოების ტარიფის მატება მოახდენს.
სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ტარიფების ზრდა გამორიცხული არაა. როგორც ენერგეტიკის ექსპერტი გია არაბიძე განმარტავს ენერგოკომპანიები წაგებაზე ვერ იმუშავებენ და თუ ლარის კურსის გაუფასურება გაგრძელდა, ისინი სემეკს ტარიფის მატების მოთხოვნით აუცილებლად მიმართავენ. განსხვავებული მოსაზრება აქვს თემურ ჭიჭინაძეს. მისი თქმით, ენერგოკომპანიებმა ნაკისრ ვალდებულებათა ნაწილი არ შეასრულეს, შესაბამისად ენერგეტიკოსი მიიჩნევს,რომ მათ მარეგულირებელი კომისიისთვის ტარიფების გაზრდის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე