რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში - რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა რუსთავი-თბილისის ხაზზე მუშაობა განაახლეს.
მათი განცხადებით, კომპანია ,,ინტერტრანსი" დათანხმდა სამუშაო პირობებისა და დაწესებული დღიური ნორმის ოდენობის გადახედვას. მძღოლების თქმით, მუშაობა ორი დღით განაახლეს, თუ ,,ინტერტრანსი" არ შეასრულებს დაპირებას, კვლავ გაიფიცებიან.
რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები იყვნენ, ისინი კომპანია ,,ინტერტრანსისგან" მძღოლებისათვის დაწესებული დღიური სამუშაო ნორმის გაზრდას აპროტესტებდნენ და მის შემცირებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ პროტესტს სხვა ხაზებზე მოძრავი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მუშაობა თავადაც განაახლეს.