ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას kutaisitoday ავრცელებს.
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაზე გამოყენებულია ნოდარ ლომჯარიას ფოტო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.