ფოთში, მალთაყვის უბანში 30-მდე თურქული ტრაილერია გაჩერებული. როგორც მძღოლებმა განაცხადეს, საპატრულო პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მიზეზი მძღოლებისთვის უცნობია.
”თუ მათი ნებართვის გარეშე შევეცდებით გადაადგილებას, გვაჯარიმებენ. საკვების მარაგი აღარ გვაქვს, მაღაზიები კი შორსაა და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს”, - აცხადებენ მძღოლები.
ტრაილერების მძღოლები შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ და ვითარებაში გარკვევისკენ მოუწოდებენ.