თიბისის მენეჯემენტმა აქციები გაყიდა.
არსებული ინფორმაციით, 12-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საერთო ჯამში „თიბისის“ 56 158 აქცია გაყიდა. ერთი აქციის საშუალო ფასმა 14.9431 ფუნტი შეადგინა. საერთო ფასმა კი 839 582 ფუნტი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციები ასევე გაყიდა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ. ჯამში გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია გაყიდა, ერთი აქციის საშუალო ფასმა 14,9431 ფუნტი შეადგინა.
11 237 აქცია გაყიდა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ოპერაციების დირექტორმა ვანო ბალიაშვილმა, 7 662 აქცია კი გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო და საბანკო მომსახურების მიმართულებით ნინო მასურაშვილმა.