თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათის” წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, თბილისი-რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ხანგრძლივობა 2 წელია. სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 119 მილიონამდე ლარია.
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17, 4 კმ-ია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.