გერმანული ბრენდის Hugo Boss-ის საუკეთესო კორპორატიული საჩუქრები „ბიბლუსი გალერეასგან“

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. წლის მთავარი დღესასწაულის წინ ერთ-ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, ასე ჟღერს - რა ვაჩუქოთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს.

საჩუქრის სწორად და გემოვნებით შერჩევა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როცა საქმე ბიზნეს პარტნიორს ეხება. რაც უფრო დახვეწილი და ორიგინალურია თქვენი საჩუქარი, მით მეტი შანსია, რომ ადრესატს თავი დაამახსოვროთ და თქვენი საჩუქარი მისთვის საყვარელ ნივთად იქცეს.

bpn

თუ თქვენი საქმიანი პარტნიორისთვის კვლავ საჩუქრის ძიებაში ხართ, მაშინ გირჩევთ არჩევანი ძვირფას, ელიტურ და ხარისხიან საჩუქარზე შეარჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს მისი მომავალი მფლობელის სტატუსსა და განსაკუთრებულობას.

„ბიბლუსი გალერეა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ Hugo Boss-ის აქსეასუარებს ე.წ. „ლაქშერი“ ხაზიდან - ბლოკნოტებს, კალმებსა და ბრელოკებს როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის. გალერეაში წარმოდგენილი Hugo Boss-ის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს სხვადასხვა ფერისა და ზომის საწერ აქსესუარებს სთავაზობს.

გალერეა ყველა მსურველს ასევე სთავაზობს ინდივიდუალური გრავირების გაკეთებას როგორც ბლოკნოტებზე, ასევე საწერ კალმებზე. გარდა ამისა, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო დროში შეზღუდული ხართ და ვერ ახერხებთ ადგილზე მისვლას, „ბიბლუსი“ გალერეა“ საქართველოს მასშტაბით გთავაზობთ პროდუქციის ადგილზე მიტანას.

bpn„ბიბლუსი გალერეა“ Hugo Boss-ის საწერი აქსესუარების ოფიციალური შემომტანია საქართველოში და ჩვენს მომხმარებელს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ცნობილი ბრენდის აქსესუარებს“, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს „ლაქშერი“ აქსესუარების ხაზის გაფართოვება და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ბრენდთან,  - განაცხადა „ბიბლუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ წამალაშვილმა.

მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილი მოდის სახლი Hugo Boss-ი პრემიუმ და ელიტური სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია. მისი პროდუქცია წარმატებულ და საქმიან ხალხთან ასოცირდება.

გერმანული ბრენდი 1923 წელს ჰუგო ფერდინანდ ბოსმა დააარსა. თავდაპირველად მეცინგენში გახსნილ მცირე ზომის სამკერვალო ფაბრიკაში ბოსი მუშების ტანსაცმელსა და სპორტულ ტანსაცმელს კერავდა. ბოსის გარდაცვალების შემდეგ, 1948 წელს ფირმას სათავეში მისი სიძე ოიგენ ჰოლი ჩაუდგა. რამდენიმე წელში Hugo Boss-ის სახლმა მამაკაცის პირველი კოსტიუმი გამოუშვა. მაღალი მოდის სამყაროს წინაშე კი გერმანული ბრენდი საჯაროდ 1970 წელს წარსდგა მამაკაცების კლასიკური, ბიზნეს კოსტიუმის ხაზით. რამდენიმე წლის წინ Hugo Boss-მა ტანსაცმლის, სუნამოსა და აქსესუარების ხაზს მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის განკუთვნილი ბიზნეს აქსესუარების ხაზი დაუმატა. გერმანული ბრენდის ეს ხაზი საუკეთესოა კორპორატიული საჩუქრებისთვის და ხაზს უსვამს მჩუქებლის დახვეწილ გემოვნებას.

bpn