Facebook-მა მშობლებისა და მათი შვილებისთვის პორტალი აამუშავა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ახალი პორტალი აამუშავა სპეციალურად მშობლებისა და მათი შვილებისთვის, რათა მშობლებმა შეძლონ დაიცვან საკუთარი შვილები სოციალური ქსელებიდან მომდინარე ნეგატიური გავლენისგან.

სერვისის სახელწოდებაა Facebook Parents Portal. ის შეიცავს ვიდეოს, რჩევებსა და მინიშნებებს თუ უკეთესად როგორ ვესაუბროთ შვილებს ონლაინ უსაფრთხოებაზე. „ფეისბუქის“ ახალ პორტალზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შექმნას საკუთარი ექაუნთი, მინიმუმ 13 წლის უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, მისცა თუ არა მშობელმა საკუთარი პროფაილის შექმნის ნებართვა.

„თქვენი და თქვენი პირადი მონაცემების დაცვა - ჩვენი მთავარი ამოცანაა. ჩვენ მოხარულები ვართ, დაგაკავშიროთ თქვენ ონლაინ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებულები არიან ქსელის უსაფრთხოებით, რათა მათ სპეციალურად მშობლებისთვის შექმნილი მასალა მოგაწოდონ“, - ნათქვამია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კოკა კვირკველია