ოპოზიცია პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისვლას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა აღნიშნა , აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასცენ პასუხი, თუ როგორ აპირებენ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლას.
,,ვითარება ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება, მთავრობას კი არ აქვს პასუხი და ვერ აცნობიერებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველოში მოსახლეობა. აუცილებელია, ეკონომიკური გუნდი მოვიდეს პარლამენტში გეგმით ან შემოთავაზებით, თუ რა ხედვა აქვს და როგორ უნდა გამოასწორონ არსებული სიტუაცია. ჯერჯერობით მთავრობას არ უთქვამს, რომ აუცილებელია ამ ვითარებისთვის სპეციალური ზომების მიღება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.