დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მისვლა აუცილებელია, რათა მათ საზოგადოებას გააცნონ ის ხედვები, რომელიც ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად გააჩნიათ. ,,როდესაც პარლამენტმა დაიწყო განხილვა, რომ დაემტკიცებინათ ბიძინა ივანიშვილის მორიგი მთავრობა, ლარის კურსი იყო 2.53. დღეს კურსი 2.80-ს გადასცდა. ესაა უზარმაზარი ვარდნა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში და ასეთ პირობებში უარი თქვა, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრები მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ უარი თქვა, ხალხს ჩააბარო ანგარიში. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მოვიდნენ და ხალხს აუხსნან, რაშია საქმე, როდის შეიძლება ეს გაჩერდეს. ქუმსიშვილს ვკითხე, ლარის რა კურსზე გადადგება ის ფინანსთა მინისტრობიდან და პასუხი არ გამცა. დღესაც იგივეს გავიმეორებ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხალხის გაღარიბება?“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.