აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არქტიკასა და ატლანტიკის ოკეანის შელფზე, ნავთობმოპოვებითი საქმიანობისთვის ბურღვებზე, ახალი ლიცენზიების გაცემა დაბლოკა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შეზღუდვები შემოღებული იქნა კანადასთან შეთანხმებით.
აკრძალვები ეხება ალასკის მიმდებარე წყლებს ჩუკოტკის ზღვაში, ბოფორტის ზღვასა და ატლანტიკის ოკეანის ნაწილს „ახალი ინგლისიდან“ „ჩესაპიკის“ ყურემდე.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის საკუთარი ტერიტორიები აკრძალულ ზონებად გამოაცხადა. კანადა კი თავის მხრივ ნავთობის მოპოვებას მიუღწეველს გახდის საკუთარ არქტიკულ წყლებში.
ამ აკრძალვას საფუძვლად უდევს 1953 წელს მიღებული კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ამერიკის პრეზიდენტს, ქვეყნის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიულ წყლებში აკრძალოს ნავთობმოპოვებითი სამუშაოები. ამ დრომდე ეს კანონი შეზღუდული მასშტაბებით გამოიყენებოდა, მისი გამოყენება მიმართული იყო მარჯნის რიფების, ზღვის ნაკრძალებისა და მორჟების საარსებო გარემოს შესანარჩუნებლად.
კოკა კვირკველია