Renaissance Capital -ის ანალიზის მიხედვით, ლარი ნოემბრის დასაწყისიდან 14 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე - 8 პროცენტით.
როგორც მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი Renaissance Capital-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, ლარი თავის სამართლიან ღირებულებას 7 პროცენტით ჩამოსცდა. Renaissance Capital-ის გათვლებით, მისი სამართლიანი ღირებულება დოლართან მიმართებით 2.55 ლარია. აღნიშნულის თანახმად, ყველაზე დიდი სხვაობა ფიქსირდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„2017 წლის ბოლოსთვის სამიზნე ორიენტირად 2.50 ლარს დავტოვებდით თუ თურქული ლირა დასტაბილურდება. თუმცა თუ ლირა კვლავ გაუფასურდება, ჩვენი რისკზე დაფუძნებული ვარაუდი - 2.75 ლარი 1 აშშ დოლარის მიმართ - ახალი წონასწორული ნიშნული გახდება. “Renaissance Capital” -ის ანალიზის მიხედვით, ლარი ნოემბრის დასაწყისიდან 14 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო დეკემბერის დასაწყისიდან დღემდე - 8 პროცენტით. ქვეყნის ბოლოდროინდელი ანალიზით მივიჩნიეთ, რომ 2.50 ლარი/აშშ დოლართან იქნებოდა ათვლის წერტილი 2017 წლის ბოლოსთვის, თუმცა იქვე მივუთითეთ, რომ თურქული ლირისა და აზერბაიჯანული მანათის შესუსტების რისკი მაღალი იყო, რის გამოც ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეიძლებოდა 2.75 გამხდარიყო. ამ ნიშნულს ლარმა უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე ვვარაუდობდით. ამ ბოლოდროინდელ სისუსტეს რამდენიმე მიზეზით ვხსნით: ჩვენი მოსაზრებით, ლარის კურსის ცვლილება გამოწვეულია თურქული ლირის სწრაფი გაყიდვებით. თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და 2016 წლის პირველ 9 თვეში მასზე მოდიოდა მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 17%. ამდენად, ლირის სისუსტე ლარის სამართლიან ღირებულებას ასუსტებს. მეორე მიზეზია არასახარბიელო სეზონურობა, რაც საქართველოში წელიწადის ამ დროს ტურისტების მცირე ნაკადის შემოდინებით არის განპირობებული, ისევე, როგორც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი - ზაფხულის თვეებთან შედარებით.
Renaissance Capital-ი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ერთჯერად ფაქტორებზე, მათ შორის იმაზეც, რომ „ლარი რეაგირებს გაუფასურების მოლოდინზე საზოგადოების მხრიდან დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის მიმართ. ადგილობრივი დამკვირვებლები ფართომასშტაბიანი პანიკის ნიშნებს ვერ ხედავენ და არც დანაზოგების მასობრივი კონვერტაცია შეინიშნება ლარიდან დოლარში. მოსახლეობაშიც იგივე ქცევის მოდელს ვხედავთ, რაც წინა წელს ხდებოდა ლარის გაუფასურებისას“. „ჩვენი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოდელი ცხადყოფს, რომ ლარი თავის სამართლიან ღირებულებას დაახლოებით 7 პროცენტით ჩამოსცდა. ეს ნიშნული ძალიან ახლოსაა ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ადგილზე გაცვლით კურსს შორის ყველაზე დიდ სხვაობასთან, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დავინახეთ. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც იმის ნიშანს, რომ ლარის სისუსტე შეიძლება მის პიკურ მაჩვენებელთან ახლოს იყოს და ამიტომ მალე დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება. თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თურქული ლირის დასტაბილურება ამის ძირითადი წინაპირობაა. თუ ლირა კვლავ შესუსტდება, ლარის სამართლიანი ღირებულება ავტომატურად წაჰყვება მის კვალს. თუ ლარი 2.75 ნიშნულთან ახლოს დასტაბილურდება, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის რთული იქნება თავიდან აიცილოს სუვერენული რეიტინგის დაქვეითება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ: 1) საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ერთი კატეგორიის შიგნით დარჩება და 2) საქართველოში ცოტაა გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტორთა რაოდენობა, რომლებიც ამ გარემოებით განერვიულდებიან“, - ნათქვამია “Renaissance Capital” -ის ანალიტიკურ სტატიაში.