ხვალიდან გუდაურს ახალი საბაგირო ”შინო” შეემატება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, საბაგირო ღია ტიპისაა და 6-კაციან სავარძლებს მოიცავს. საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1 800-დან 2 800-მდე მგზავრს შეადგენს.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს მშენებლობა ძველი ტატრადან დაიწყო და გონდოლების ზედა სადგურთან დამთავრდება. საბაგიროს სიგრძე 2 400 მეტრია.
”შინოს” მშენებლობას კომპანია ”დოპელმაიერი” აწარმოებს და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია. მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს დაიწყო.