ირაკლი სესიაშვილი - სადარაჯოზე ვართ, რომ ვისაც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლებენ, ადეკვატური კომპენსაცია ჰქონდეთ

სადარაჯოზე ვართ, რომ ადამიანებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლებენ, ჰქონდეთ ადეკვატური კომპენსაცია და ასევე პრიორიტეტული დასაქმების შესაძლებლობები , - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში არსებული სტრუქტურებისა და შესაბამისი წოდების მიხედვით თანამდებობები არ შეესაბამება სტანდარტებს.

”ეს იცოდა ყველა მინისტრმა და სამწუხაროდ, ვერ ხდებოდა იმ სწორი ნაბიჯის გადადგმა, რომ ამ უწყებაში სერიოზული ოპტიმიზაცია მომხდარიყო. ვართ იმის სადარაჯოზე, რომ ადამიანებს, რომელსაც გაათავისუფლებენ, მათ ჰქონდეთ ადეკვატური კომპენსაცია და ასევე პრიორიტეტული დასაქმების შესაძლებლობები”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.