"ბიზნესპრესნიუსზე" ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 78.8 %-ის თქმით, ლარის კურსის ცვლილებამ მათი ხარჯები გაზარდა

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 78.8% მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილებამ მათი ხარჯები გაზარდა. გამოკითხვაში მონაწილეთა 10.4%-ის თქმით, ლარის კურსის ცვლილებამ მათ სესხი გაუძვირა,

ხოლო 8.7% ამბობს, რომ მათთვის არაფერი არ შეცვლილა. 2.2 %-ის თქმით კი ლარის კურსის ცვლილებამ ლარში თანხის მოცულობა გაზარდა.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1052-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.