აჭარაში „მაგნოლია 2016“-ზე საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდა. რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო საერთაშორისო ქსელურ სასტუმროდ „ჰილტონი“, ხოლო საუკეთესო სერვისის მქონე რესტორნად „უკრაინოჩკა“ დასახელდა. საუკეთესო ბრენდულ სასტუმროს ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა კომპანიებმა 10 ნომინაციაში გაიმარჯვეს.
• საუკეთესო საერთაშორისო ქსელური სასტუმრო - ჰილტონ ბათუმი
• საუკეთესო განთავსები ობიექტი - კოლიზეუმ მარინა
• საუკეთესო კვების ობიექტი - რესტორანი „უკრაინოჩკა“
• საუკეთესო სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლი - „ზებო“ ზებურ ბოლქვაძე
• საუკეთესო ტურისტული ატრაქცია - ბოტანიკური ბაღი
• საუკეთესო მუზეუმი - ბათუმის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმი
• საუკეთესო ტურისტული მარშრუტი/ადგილი - 1. მწვანე ტბა 2. მახუცეთი
• საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“
• საუკეთესო გიდი - ლელა გაბელაია
• ახალი ტურისტული პროდუქტი - კურორტი „გოდერძი“
დაჯილდოების ცერემონიალზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა მადლობის სიგელები გადასცა იმ ადამიანებს, რომლებაც თავიანთი საქმიანობით რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
მადლობის სიგელები გადაეცა
სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერებს:
1. ბესიკ შავიშვილი
2. ჯეირან ბეჟანიძე
3. ირაკლი ბარამიძე
4. მირანდა გორგილაძე
5. ირმა კალანდაძე
6. ზვიად ელიზიანი
7. ეკატერინე გოგიბერიძე
8. არსენ რომანაძე
უწყებები და კერძო პირები
9. ილია სირაბიძე
(სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის არ სამმართველოს უფროსი)
10. ნუგზარ ცეცხლაძე
(ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი)
11. ხუსეინ სირაბიძე
(აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო)
12. ლეილა შავიშვილი
(საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია, ჟურნალისტი)
13. თამარ ლომაძე
ფეისბუქ გვერდი „ბათუმის“ ადმინისტრატორი
14. ზურაბ სიხარულიძე
(აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი)
15. იზოლდა მაჭუტაძე
(ბათუმის შოთა რუსთაველის სახ.უნივერსიტეტის ეკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი)
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016“ მეორედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი/მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგები. დღეს, საღამოს კი გაირკვევა, რომელ ტურისტულ ობიექტებს გააჩნია აჭარაში მომხმარებელთა/ტურისტთა მაღალი შეფასებები და ტურისტული სექტორის ნდობა.