DART Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით დღეს პირველ პირდაპირ რეისს განახორციელებს. ”ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ჟულიენის აეროპორტში კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
DART Airlines მესამე უკრაინული ავიაკომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს. უკრაინული ავიაკომპანია DART Airlines 1997 წელს დაფუძნდა. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით რეისებს Airbus A320 და Boeing 737-500 ავიახომალდებით ახორციელებს.