ფოთში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

ფოთში, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.როგორც  ფოთიდან იუწყებიან, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 600 ათასი ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია. საჯარო განხილვაზე კონკრეტული შენიშვნები არ დასახელებულა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა იმ შენობების დემონტაჟი მოითხოვეს, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე თოფურიას განმარტებით,შენობები კერძო მფლობელობაშია და ამიტომ მათ ხელს ვერ ახლებენ. სპორტის მიმდევრები დაინტერესდნენ, ექნება თუ არა ქალაქს სპორტის სასახლე.

ალექსანდრე თოფურიას განცხადებით,ბიუჯეტში ამისთვის თანხა ამ ეტაპე გათვალისწინებული არ არის.

,,მოსახლეობას გავაცანით ბიუჯეტის პროექტი და მისი პრიორიტეტები. სასურველია,რომ ბიუჯეტი მეტი იყოს, მაგრამ დღეს რა საშუალებასაც გვაძლევს შემოსავლები, იქიდან გამომდინარე მაქსიმალურად არის გაწერილი”, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს თვის ბოლოს დაამტკიცებს.