2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-ის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4 პროცენტით გაიზარდა.
”2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისთვის 28.3 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.