მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი სამ მეტრზე მეტს აღწევს. ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ცნობით, მძიმე ტექნიკა საავტომობილო და საუბნო გზებს ინტენსიურად წმენდს. ხულოში გზის 90% უკვე გაწმენდილია.
"ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე შიდა საუბნო გზების გაწმენდა მიმდინარეობს, გასაწმენდი დარჩა გზის 10%. მძიმე ტქენიკა მუშაობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში სრულად გაიწმინდება", - განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.