facebook-ით მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი კანონის შემოღება იგეგმება

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით მკაცრი კანონის შემოღების ინიციატივით გამოდის. თავის მხრივ გერმანიის პარლამენტი აღნიშნულ კანონმდებლობაზე უკვე მუშაობს. "დოიჩე ველეს" ცნობით, მარტინ შულცმა და გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც facebook-ის მსგავს პლატფორმებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აუკრძალავს.

შულცი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა სწორედ ისეთი სოციალური ქსელების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, როგორიც facebook-ია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მცდარი ახალი ამბები ზიანს აყენებს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავს სოციალურ ქსელებს ჯარიმის სახით 500 ათასი ევრო უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ საიტზე საზიანო მასალის შემჩნევიდან ერთი დღის განმავლობაში მათზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება.

წყარო ALLNEWS.GE